ბერლინში „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ მიგრაციული პოლიტიკისა და „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. პოლიციის ინფორმაციით, ბრანდენბურგის კარიბჭესთან დაახლოებით 160 000 ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრანტებს ხელში ეჭირათ ბანერები, წარწერებით „ჩვენ ვართ დამცავი კედელი, არა თანამშრომლობას „ალტერნატივა გერმანიასთან“ და „მერც, წადი შინ!“. მანამდე, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრების კანონპროექტი წარადგინა. ინიციატივამ, რომელსაც მხარი დაუჭირა პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“, ბუნდესტაგში საკმარისი რაოდენობის ხმები ვერ მიიღო.