რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით როსტოვის, ვოლგოგრადის, ასტრახანის, ვორონეჟის, ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში 70 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, 27 უპილოტო საფრენი აპარატი როსტოვის ოლქის ტერიტორიაზე, 25 – ვოლგოგრადში, შვიდი – ასტრახანში, ხუთი – ვორონეჟში, ოთხი – ბელგოროდის, ორი კი კურსკის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. ამასთან, „როსავიაციამ“ განაცხადა, რომ ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ვოლგოგრადის, ასტრახანის, ყაზანის, ულიანოვსკის, ნიჟნეკამსკის და სარატოვის აეროპორტებში დროებითი შეზღუდვები იყო დაწესწებული. მოგვიანებით შეზღუდვები მოიხსნა.