„ქართული ოცნება“ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს აანონსებს. პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ ამ ცვლილებების მიზანია, „ქვეყნის არაეფექტური მართვისკენ მიმართული კანონები“ შეიცვალოს. აღნიშნულ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს - ცვლილებები ეხება შეკრება-მანიფესტაციებს, ასევე ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებას. „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ცვლილებები 8 კანონში შედის.