ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ დონალდ ტრამპი თავის მუქარას შეასრულებს და ევროპულ საქონელზე ტარიფებს დააწესებს, გაერთიანება საპასუხო ქმედებისთვის მზად იქნება. გერმანიის კანცლერის განცხადებით, ევროკავშირი საკმარისად ძლიერია, რათა აშშ-ის მიერ დაწესებულ ნებისმიერ ტარიფს უპასუხოს, თუმცა მთავარი მიზანი სავაჭრო პარტნიორთა შორის თანამშრომლობა უნდა იყოს. შოლცის თქმით, როგორც აშშ, ისე ევროპა საქონლისა და მომსახურების გაცვლით სარგებელს იღებს. დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა ხაზი გაუსვა, რომ ის არასდროს დაუჭერს მხარს მოკავშირეებს შორის დაპირისპირებას, თუმცა თუ შეერთებული შტატები ტარიფებს დააწესებს, ევროპას ერთიანი და მტკიცე პასუხის გაცემა მოუწევს. ამავე პოზიციას იზიარებენ საფრანგეთიოს, ირლანდიისა და ფინეთის მთავრობაშიც. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უახლოეს ხანში ევროკავშირიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფების დაწესებას გეგმავს.