“ქართული ოცნების” მიერ კანონების დაანონსებულ გამკაცრებას პოლიტიკოსები და ექსპერტები გამოეხმაურნენ. მათი განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც “ქართული ოცნება” ბოლო პერიოდში ახორციელებს, საბჭოთა კავშირში სწრაფი ტემპით დაბრუნებას ნიშნავს. ისინი ასევე აცხადებენ, რომ ახალი კანონების მიღება თავისუფალი პროტესტის გამოხატვის უფლებას ზღუდავს, რაც “ქართული ოცნების” შიშს ხაზს უსვამს. მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული ცვლილებები 8 კანონში შედის.