პარლამენტის შენობაში, სადაც დღეს მიხეილ ყაველაშვილი "ქართული ოცნების" დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარსდგება, უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს. დღეს ვიზიტორებს პარლამენტის შენობაში შესვლა ეზღუდებათ - მათ შორის, საკანონმდებლო ორგანოში ონლაინმედიების წარმომადგენლებიც ვერ შევლენ. აღსანიშნავია, რომ დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება. ამავდროულად, 11:00 საათზე, პარლამენტის უკანა შესასვლელთან "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.