პოლიტიკურმა მხარეებმა შეაფასეს “ქართული ოცნების” ინიციატივა, რომელიც 2003-დან 2012 წლამდე მოქმედი ხელისუფლების ქმედებების სამართლებრივ შეფასებას გულისხმობს. პოლიტიკოსთა განცხადებით, „ქართული ოცნების“ ეს ინიციატივა არაადეკვატური და რეალობას აცდენილია, ვინაიდან 13 წლის შემდეგ “ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბარი მხოლოდ ღიმილის მომგვრელია და ამით “ქართული ოცნება” საზოგადოების ყურადღების გადატანას ცდილობს. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.