მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ახალ რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში, შეურაცხმყოფელი მიმართვების სამიზნე თავადაც იყო, თუმცა მაშინ ამბობდნენ, რომ პოლიტიკოსს თმენის ვალდებულება აქვს. როგორც ზურაბიშვილი წერს, ის „ქართული ოცნების“ წევრებში მოთმინების უნარს ვერ ხედავს - მე-5 პრეზიდენტი განმარტავს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს უფრო ეხერხებათ შურისძიება და რევანში. მისივე შეფასებით, „ქართული ოცნება“ შეშინებულია.