საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასის განცხადებას, იმის შესახებ რომ საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა, არანაირ მოლოდინს არ ამართლებს. ფიშერი ამბობს, რომ მან ბევრი იმუშავა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, განვითარებული მოვლენები კი "გულდასაწყვეტია". მანამდე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით გამოეხმაურა 2 თებერვალს თბილისის შემოსასვლელში გამართულ აქციაზე პოლიციის მხრიდან დემონსტრანტების დაკავების და მათზე ძალადობის კადრების გავრცელებას. კალასის განცხადებით, მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების სასტიკი დარბევა, რომელიც თბილისში მოხდა, არის მიუღებელია.