ილონ მასკი USAID-ის წინააღმდეგ - ამერიკელი მილიარდერი, აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო მედიაორგანიზაციებს საკუთარი პროპაგანდის გასავარცელებლად თანხას უხდიდა. მასკის აზრს იზიარებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც. ის USAID-ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად რამდენიმე დღის წინ დაინიშნა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო განვითარების სააგენტო უპასუხისმგებლო ორგანიზაციაა და ამერიკას სხვა არჩევანი არ ჰქონდა გარდა იმისა, რომ ის მკაცრი კონტროლის ქვეშ მოექცია.