ტრამპის პირობები უკრაინას - აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინას ძვირფასი იშვიათი მინერალები აქვს და ეს უზრუნველყოფს გარანტიას, რომ შეერთებული შტატების ფინანსური დახმარება უკრაინის მიმართ გირაოს სახით დაცული იქნება. აღნიშნულ განცხადებას ოლაფ შოლციც გამოეხმაურა. გერმანიის კანცლერი განმარტავს, რომ დონალდ ტრამპის მხრიდან გაკეთებული განცხადება ეგოისტური და ეგოცენტრულია. მისი თქმით, უკრაინის ფინანსური რესურსის გამოყენება ომის შემდეგ ქვეყნის აღდგენისთვის უნდა მოხდეს.