აშშ-ისა და მექსიკის პრეზიდენტების შეთანხმება - კლაუდია შინბაუმის განცხადებით, მასსა და დონალდ ტრამპს შორის მექსიკისთვის დაწესებული ტარიფების შესახებ მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი საუბარი შედგა. აღნიშნული საუბრის შემდეგ დონალდ ტრამპმა მექსიკისთვის ტარიფების დაწესება ერთი თვით შეაჩერა. მოლაპარაკებების შედეგად, მექსიკა საზღვრის უსაფრთხოების გასაძლიერებლად ვალდებულებებს იღებს. შეთანხმების ძირითადი პირობები მექსიკის მხრიდან საზღვრის კონტროლის გასაძლიერებლად 10 000 სამხედროს გამოყოფას მოიცავს.