პარლამენტთან მზია ამაღლობელის მხარადმჭერი აქცია უკვე დაიწყო. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის გვერდით, ჩიტაძის ქუჩის ტერიტორია დაიკავეს. პოლიციამ მომიტინგეთა ქუჩიდან გაყვანა ძალის გამოყენებით სცადა, რის გამოც ადგილზე მცირე ფიზიკური შეხლა-შემოხლაც იყო.