საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან, არსებულ პოლიტიკურ კრიზისთან და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ დაწყებულ რეპრესიებთან დაკავშირებით ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
უწყება წერს, რომ რეპრესიები, ძალადობა, დაკავებები და თავისუფალ მედიაზე მზარდი ზეწოლა, აშკარა ნიშნებია იმისა, რომ "ქართული ოცნება" ქვეყანას ევროპული და დემოკრატიული გზიდან აშორებს, რაც სტრატეგიულ ურთიერთობებზე გავლენას ახდენს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის მიერ ქართველი დიპლომატებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პარალელურად, ნორვეგია დამატებითი ზომების მიღებას განიხილავს.
საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროც ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ ღრმად შეშფოთებული არიან საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის მორიგი ძალადობრივი დემონსტრირებით. ლატვიის საგარეო უწყება ქართველ ხალხს თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ სწრაფვაში მხარდაჭერას უცხადებს.