ხაჭაპურის მომზადება წლიურად 6.1%-ით გაძვირდა. ინგრედიენტებიდან კი ყველაზე მეტად კარაქი და ყველი გაძვირდა. მიმდინარე წლის იანვარში სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადება საშუალოდ 7 ლარი და 2 თეთრი ჯდებოდა, რაც დაახლოებით 6%-ით ძვირია ვიდრე შარშან ამ დროს. თვის ჭრილში კი, ანუ დეკემბერთან შედარებით, ხაჭაპურის მომზადების ფასი მცირედით, 0.2%-ით, მაგრამ მაინც გაიაფებულია, რაც ძირითადად ფქვილის ფასის კლებამ გამოიწვია. ცალკეული ინგრედიენტების ანალიზი გვიჩვენებს, რომ უმეტესობის ფასი წლიურად გაიზარდა: კარაქი (+15.1%), ყველი (+9.5%), საფუარი (+4.5%) და რძე (+1.3%). თუმცა, ამავე პერიოდში კვერცხის (-6.5%) და ფქვილის (-0.2%) ფასებმა კლება აჩვენა.