სახელმწიფო ორგანოებს შორის, ყველაზე მეტს მივლინებებში იუსტიციის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა დახარჯეს. გასული წლის 6 თვეში, სახელმწიფო უწყებებში მივლინების ხარჯმა ჯამურად დაახლოებით 35 მლნ ლარი შეადგინა. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, „ბიუჯეტის მონიტორის“ ანგარიშშია აღნიშნული. ამავე მონაცემებით, გასული წლის 6 თვეში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, მთავრობის მივლინების ხარჯი 1.4%-ით შემცირებულია. ყველაზე მაღალი სამივლინებო ხარჯი იუსტიციის სამინსტროს ჰქონდა, 7.6 მლნ ლარი, მას მოსდევს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები. პარლამენტსა და მასთან არსებულ ორგანიზაციებს მივლინებებში - 1.5 მლნ ლარი დაუხარჯავთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯი კი 234 914 ლარი იყო.