სულ რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ბლოგერი უჩა აბაშიძე და მისი მეუღლე მარიამ იაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიას გადაწყვეტილებით, უჩა აბაშიძეს 5 წლით, ხოლო მარიამ იაშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ვინაიდან საქმე დაზარალებული პირების პერსონალურ ინფორმაციას შეიცავდა, სასამართლო განხილვები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. შესაბამისას, სხვა დეტალები უცნობია. უჩა აბაშიძესა და მარიამ იაშვილს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება - შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას ედავებოდნენ.