მიხეილ ყაველაშვილის მოხსენებით გახსნილი პარლამენტის საგაზაფხულო სესია და უსაფრთხოების ყვითელი დონე პარლამენტში. ინაუგურაციის მსგავსად, პრეზიდენტის პოსტზე საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული მიხეილ ყაველაშვილის მოხსენებას პოლიტიკური პარტიებიდან მხოლოდ ქართული ოცნებისა და ხალხის ძალის დეპუტატები ესწრებოდნენ. კვლავ ცარიელი იყო დიპლომატიური კორპუსისთვის და 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური სუბიექტებისთვის განკუთვნილი სკამები... საქართველოს დესტაბილიზაციისთვის მებრძოლი ანტიქართული ძალების ქმედებები, სამშვიდობო პოლიტიკა და ევროპელი პარტნიორების კრიტიკა - ასეთი იყო მიხეილ ყაველაშვილის მოხსნების მთავარი აქცენტები.