ქართული ოცნება საკუთარ წინასაარჩევნო დაპირების შესრულებაზე აქტიურად მუშაობს. "2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის" შექმნის პროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უკვე დარეგისტრირდა. „,ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების მოამზადებისთვის კომისიას 6 თვე ექნება. ქართული ოცნების წევრები ოპონენტებს შეახსენებენ, რომ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებაა, თუმცა ოპოზიცია კომისიასთან თანამშრომლობას არ აპირებს.