საგაზაფხულო სესის პირველი სხდომა პროტესტის ფონზე. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი აქცია, რომელიც დილიან მიმდინარეობდა დასრულდა. თუმცა ადგილზე ამ დრომდე რჩებიან სამართალდამცველები. მოქალაქეები, მედიის წარმომადეგენლები სხვა დღეების მსგავსად უცვლელ მოთხოვნას აჟღერებენ. ისინი ბათუმელებისა და ნეთგაზეთის დამფუძნებლის გათავისუფლებას ითხოვენ. მათი თქმით, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა უკანონოა, ხოლო 24 დღის განმავლობაში შიმშილობა კი საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. აქციის მიმდინარეობის დროს აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.