ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, „თბილისი მოლის“ წინ გამართული საპროტესტო აქციის გამო სისხლის სამართლის ბრალდებით 8 პირის მიმართ დაწყებულია გამოძიება. თავდაპირველად, ისინი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა დღეს გახდა ცნობილი, რომ ბრალდება გადაკვალიფიცირდა და დაკავებულებს სისხლის სამართლის წესით ასამართლებენ. დაკავებულები არიან დიმიტრი ბიძინაშვილი, გიგი უგულავა, ირაკლი წიგნაძე, ირაკლი ტაბატაძე, ნიკოლოზ კუპატაძე, ვასილ ელიავა, ნიკოლოზ ქუმსიშვილი და ალექსანდრე გოგოლაძე. რვავე დაკავებული ზაჰესის იზოლატორში ისე გადაიყვანეს, რომ ადვოკატთან შეხვედრა მათგან ვერცერთმა მოახერხა.