ოპოზიციონერი პოლიტიკოსები „ქართული ოცნების" მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებებს „დაანონსებულ უკანონობას, რეპრესიებსა და ძალადობას“ უწოდებენ. აღნიშნული ცვლილებები მაგალითად, მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე დახურულ სივრცეში აქციების ჩატარების აკრძალვასა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა თუ შეურაცხყოფისთვის, ჯარიმებისა და ადმინისტრაციული პატიმრობის გაზრდას ითვალისწინებს. დღეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს იმ მიზეზებზე, რამაც, როგორც თავად ამტკიცებენ, კანონმდებლობაში ცვლილების შეტანა გადააწყვეტინა.