პარლამენტის საგაზაფხულო სესია, რომელიც მიხეილ ყაველაშვილის მოხსენებით გაიხსნა და ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში ამოქმედებული უსაფრთხოების ყვითელი დონე. ინაუგურაციის მსგავსად, მიხეილ ყაველაშვილის მოხსენებას მხოლოდ „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ დიპლომატიური კორპუსისა და ოპოზიციური პარტიებისთვის განკუთვნილი ადგილები კვლავ ცარიელი იყო. ე.წ. „ანტიქართული ძალების ქმედებები“, „სამშვიდობო პოლიტიკა“ და „ევროპელი პარტნიორების კრიტიკა“ - სწორედ ასეთი იყო მიხეილ ყაველაშვილის მოხსნების მთავარი თეზისები.