„ქართული ოცნების მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ოპოზიცია ქვეყანაში ავტორიტარიზმის დამყარებად აფასებს. მათი განცხადებით, არსებული კანონის გამკაცრება ქვეყანაში არსებული პროტესტის ჩახშობას ემსახურება. ცვლილების მიხედვით, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით საჯარიმო თანხა 500-დან 3000 ლარამდე შუალედით განისაზღვრება; ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა ამ კონკრეტულ მუხლზე 20 დღემდე იზრდება. განმეორებით წვრილმანი ხულიგნობა კი ამიერიდან 3000დან -5000 ლარამდე ან 5-დან 60 დღემდე პატიმრობით დაისჯება. აქციაზე პოლიტიკოსის შეურაცხყოფა დაჯარიმდება 1500-დან 4000 ლარამდე თანხით ან 45 დღემდე პატიმრობით. იკრძალება შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, რკინიგზის ბლოკირება, ამ მუხლზე გათვალისწინებულია როგორც ფულადი ჯარიმა, ასევე პატიმრობა 60 დღემდე ვადით.