შეცვლილი ბრალდება და სისხლის სამართლის წესით ჩადენილ დანაშაულზე დაწყებული გამოძიება. 2 თებერვლას „თბილისი მოლთან“ დაკავებული პირებიდან 8-ს მუხლი გადაუკვალიფიცირდა. დაკავებულებს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას ედავებიან, რაც 4 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. მათ შორის არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიგი უგულავა და დიმიტრი ბიძინაშვილი. პარალელურად, საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის 49 ოპოზიციონერი წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.