საპარლამენტო უმრავლესობა 3 პოლიტიკური გაერთიანების დეპუტატებისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარს დაუჭერს.
მმართველი გუნდის გადაწყვეტილება უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის სხდომაზე გააჟღერა.
მისი განცხადებით, სადეპუტატო მანდატი ოპოზიციისთვის შანტაჟის იარაღია, რისი გამოყენების საშუალებასაც მმართველი გუნდი ოპოზიციას არ მისცემს.
ამასთან, მდინარაძის ინფორმაციით, აღნიშნულ დეპუტატებს შორის არიან ისეთებიც, ვისაც პარლამენტში შესვლის სურვილი ჰქონდათ, თუმცა მათზე შანტაჟის გამო ეს გადაწყვეტილება ვერ მიიღეს.
საკითხზე კენჭისყრა უკვე დაიწყო. 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს ინდივიდუალურად უყრიან კენჭს.