ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომმა ამერიკის შეერთებულ შტატებს მილიარდობით შემოსავალი მოუტანა და ფასდაუდებელი საბრძოლო გამოცდილება მისცა. ბრიტანელ ჟურნალისტთან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომის შედეგად გამოწვეული დიდი მოთხოვნის გამო, ამერიკულ კომპანიებს, ბოლო 50 წლის განმავლობაში, იარაღის კონტრაქტები ყველაზე მაღალი ფასებით აქვთ,. ზელენსკის თქმით, უკრაინაში განვითარებული ტექნოლოგიები დასავლეთის ქვეყნებისთვის ხელმისაწვდომი გახდა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა, არა მხოლოდ დაზვერვის დახმარებით, არამედ თავად სამხედროებისგან, რომლებიც ამერიკულ იარაღს იყენებენ, თანამედროვე, დიდი სახმელეთო ომის გამოცდილება მიიღო.