აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, მისი ქვეყანა მზადაა ღაზა კვლავ მშვენიერი გახადოს. რუბიო სოციალურ ქსელ ექსზე წერს, რომ „ღაზა „ჰამასისგან“ თავისუფალი უნდა იყოს. მისივე განმარტებით, აშშ მზადაა ეს პროცესი წარმართოს. სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით არნიშნა, რომ აშშ რეგიონში ყველასთვის ხანგრძლივი მშვიდობისკენ ისწრაფვის. მანამდე, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ ღაზას საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქცევს. „ჰამასის“ ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ღაზას კონტროლის შესახებ ტრამპის კომენტარები სასაცილო და აბსურდულია.