ზუსტად ერთ დღეში ევროკავშირის ლიდერები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელებენ. სამიტს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან, მათ შორის მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკიც. დღისწესრიგის მიხედვით სამიტზე საქართველოს საკიტთხზე არ იმსჯელებენ. სად არის ამ პროცესებში საქართველო და როგორ წარმოუდგენიათ პოლიტიკურ მხარეებს ქვეყნის შიგნით საქართველოს ევროპული მომავალი.