საქართველოს ოფიციალური პირების მიერ მზია ამაღლობელის დევნა აშკარად სადამსჯელოა და ის დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ. ამის შესახებ განცხადებას საერთაშორისო ორგანიზაცია “ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი” (CPJ) ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ “ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი” გმობს სასამართლოს გადაწყვეტილებას გააგრძელოს მედია მენეჯერის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი და მისი პატიმრობაში დატოვება. საერთაშორისო ორგანიზაცია ჟურნალიტის გათავისუფლებას ითხოვს.