ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდან დაწესებული სანქციები კვლავ პოლიტიკური განხილვის თემაა საქართველოში. ოპოზიციური პარტიების ლიდერების განცხადებით, ევროპელი ლიდერების მიერ სანქციების მექანიზმის ამოქმედება რამდენიმე ფაქტზე მიუთითებს:ამბობენ რომ ერთი მხრივ დასავლელი პარტნიორები ქართველი ხალხის გვერდით დგანან ხოლო მეორე მხრივ ყველა ეს მექანიზმი ამოქმედებული იქნება იმ ადამიანების მიმართ ვინც საქართველოს დემომრატიას ძირს უთხრის. ქართული ოცნების ოპონენეტებს იმედი აქვთ, რომ სანქცირებულთა სია გაიზრდება და ქართულ ოცნებას მომავალში უფრო მეტი სანქცირებული პირი ეყოლება.. ბალტიის ქვეყნებმა სანქციების კიდევ ერთი პაკეტი აამოქმედეს, რაც საქრათველოს კონკრეტულ ოფიციალურ პირებს მათ ქვეყნებში შესვლას უკრძალავს. სანქცირებულთა სიაში ქართველი დეპუტატები, მოსამართლეები, პროკურორები და პოლიციელები მოხვდნენ. საგარეო უწყებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად შეზღუდვები ყველა იმ პირზე გავრცელდა, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევასა და ძალადობაზეა პასუხისმგებელი.