საერთაშორისო შემეცნებითი მასტერკლასების 2025 წლის სესიების ციკლი დაიწყო. მასტერკლასები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ბირთვული კვლევის ევროპული ორგანიზაციისა და მის ბაზაზე მოქმედ ნაწილაკების ფიზიკის საერთაშორისო საინფორმაციო ჯგუფთან თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება. მასტერკლასის პირველ სესიას საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა. შემეცნებითი მასტერკლასების მიზანია მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაცია, ახალგაზრდა თაობების მოზიდვა და ფუნდამენტური კვლევებით დაინტერესება.