ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის, მათ შორის, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და იუმორისტი ონისეცხადაძე სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი შვანგირაძემ მიიღო. პროკურატურა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის კვლავ გამოყენებას ითხოვდა. როგორც პროკურორები აცხადებდნენ, დაკავებულების მხრიდან მიმალვისა და ახალი დანაშაულის საფრთხე კვლავ არსებობს, რის გამოც, ისინი პატიმრობაში უნდა დარჩენილიყვნენ. დაცვის მხარე კი ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას შუამდგომლობდნენ. უფლებადამცველები სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაოს სთავაზობდნენ.