პოლონეთმა საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია დაიწყო. „ეფექტურად ვშლით ქართულ დაჯგუფებებს, არა სიტყვებით, არამედ ქმედებებით. ამის შესახებ განცხადებას პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი პლატფორმა X-ის საკუთარ გვერდზე წერს. პრემიერ-მინისტრი განცხადებას ურთავს ვიდეორგოლს, რომელშიც სასაზღვრო პოლიცია ქართველი არალეგალი მიგრანტების თვითმფრინავამდე ესკორტირებას ახდენს. პოლონელი ოფიციალური პირების ცნობით, 5 მარტს ქვეყნიდან საქართველოს 17 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა. მათ შორის, იყვნენ 24-58 წლის მამაკაცები, რომელთა სადეპორტაციოდ ტრანსპორტირებაც პოლონეთის სხვადასხვა კუთხიდან მოხდა.