კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში, საბიბლიოთეკო გაერთიანების თანამშრომლები ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებასა და ციფრულ წიგნიერებაში გადაამზადა. ბენეფიციარები ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებას, გუგლის აპლიკაციებით სარგებლობას, სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენებას და ციფრულ სივრცეში უსაფრთხოდ ნავიგაციისთვის აუცილებელ საკითხებს გაეცნენ. ამ ეტაპისთვის მუნიციპალიტეტში უკვე 600-ზე მეტი პირია გადამზადებული. წყალტუბოს სამიზნე სოფლების მაცხოვრებლებს შესაძლებლობა აქვთ სემინარი სრულიად უფასოდ გაიარონ.