აშშ-ისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრა კვლავ იგეგმება - უკრაინულ მხარეს მომდევნო კვირას ტრამპთან განმეორებითი შეხვედრის იმედი აქვს - Palitra News

აშშ-ისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრა კვლავ იგეგმება - უკრაინულ მხარეს მომდევნო კვირას ტრამპთან განმეორებითი შეხვედრის იმედი აქვს

2025-03-06 09:41:43+04:00

აშშ-ისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრა კვლავ იგეგმება - უკრაინულ მხარეს მომდევნო კვირას ტრამპთან განმეორებითი შეხვედრის იმედი აქვს. ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერის გაძლიერების მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის პროცესში აშშ-ის დახმარება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. ზელენსკის განცხადებით, აქტიური მოლაპარაკებები უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხზეც მიმდინარეობს.