ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი კვლავ ქართულ ოცნებას აკრიტიკებს. ის მმართველ გუნდს ამერიკული კომპანიების შეთავაზებების გაუქმებასა და და საქართველოს შავი ზღვის პორტის ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის მიჰყიდვაში ადანაშაულებს. ამერიკელი კონგრესმენის თქმით, „ქართველებს ამერიკასთან ბიზნესის კეთება სურთ, თუმცა ბიძინა ივანიშვილი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მოქმედების სრულ თავისუფლებას აძლევს. მისი ინფორმაციით, 2020 წლიდან 100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ყოველ ინფრასტრუქტურულ პროექტში სწორედ ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებადი კომპანიები არიან ჩართული.