საქართველოს ეროვნულ ბანკსა და აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალურ ბანკის პრეზიდენტმა ტალეჰ კაზიმოვმა. მემორანდუმი ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნით. მხარეები თანხმდებიან საქართველოსა და აზერბაიჯანის ფინანსური სექტორების რეგულირებისა და ზედამხედველობის სფეროში თანამშრომლობაზე, მათ შორის, ფინანსური ტექნოლოგიების, მონეტარული პოლიტიკის, საგადახდო სისტემებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის სფეროებში თანამშრომლობაზე.