დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი-როგზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა - Palitra News

დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი-როგზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

2025-03-06 12:38:32+04:00

დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი-როგზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. უკრაინის ხელისუფლების მიერ განახლებული მონაცემებით, მომხდარის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა დაახლოებით 30-ზე მეტი კი დაშავდა. 5 მარტს ღამით განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად ნაწილობრივ დაინგრა სასტუმროს შენობა,დაზიანდა 14 მრავალბინიანი სახლი, ფოსტა და 12 მაღაზია. 6 მარტს, შუაღამის შემდეგ, რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე შეტევა მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებითაც. ქალაქ სუმიში ერთი ადამიანი დაიღუპა. ხარკოვში ორი ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია სახლები და სხვა შენობები.