დანიის პრემიერ-მინისტრი - არ ვფიქრობ, რომ ბევრი დრო გვაქვს, ასე რომ, ევროპის გადაიარაღება გვჭირდება - Palitra News

დანიის პრემიერ-მინისტრი - არ ვფიქრობ, რომ ბევრი დრო გვაქვს, ასე რომ, ევროპის გადაიარაღება გვჭირდება

2025-03-06 15:35:40+04:00

დანიის პრემიერ-მინისტრის, მეტე ფრედერიქსენის განცხადებით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ევროპის გადაიარაღება.

„არ ვფიქრობ, რომ ბევრი დრო გვაქვს. ასე რომ, ჩვენ გვჭირდება ევროპის გადაიარაღება: დახარჯვა, დახარჯვა, დახარჯვა თავდაცვასა და შეკავებაზე“, - განუცხადა მეტე ფრედერიქსენმა ბრიუსელში ჟურნალისტებს, ევროპული საბჭოს სპეციალური შეხვედრის დაწყებამდე.

ბირთვულ შეკავებაზე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის წინადადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე დანიის პრემიერმა უპასუხა:

„ჩვენ ახლა უნდა ვიმსჯელოთ ყველაფერზე, ასე რომ, მაგიდის გარშემო არსებული ყველა კარგი იდეა ჩვენი დისკუსიის ნაწილი უნდა იყოს“, - აღნიშნა მეტე ფრედერიქსენმა.