თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ასევე გადაისინჯება დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა. როგორ ვითარდება მოვლენები სასამართლო პროცესზე.