საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალ დოკუმენტზე მუშაობს, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას გულისხმობს,- ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა, ეკა ბესელიამ "პალიტრანიუსის" გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა. მისივე თქმით, დოკუმენტის მთავარი ხელმომწერები საქართველოს მოქალაქეები იქნებიან. სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ ალტერნატიული პოლიტიკური ერთობის მომხრეა ოპოზიციის ნაწილი. ხელისუფლების ოპონენტები ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ გადასადგმელი ნაბიჯების აუცილებლობაზე საუბრობენ.