ევროპელი ლიდერები უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობენ, - ომში მყოფი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე სიტყვით გამოსვლისას ევროპელმა ლიდერებმა აღნიშნეს, რომ მშვიდობის გზა უკრაინის კაპიტულაციაზე არ გადის და რუსეთი მთელი მსოფლიოსთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ევროპელი ლიდერებისგან განსხვავებით ომში მყოფი უკრაინის დახმარების შეფერხებას განაგრძობს დონალდ ტრამპი, რომელიც ამჯერად უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას აჩერებს. პარალელურად, იგეგმება უკრაინის საკითხებზე მსჯელობა ევროსაბჭოს დღევანდელ სამიტზე - რას პასუხობს ევროპელ ლიდერებს ვოლოდიმირ ზელენსკი და რა თემები განიხილება შეხვედრაზე.