საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ახალ დოკუმენტზე მუშაობს, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას ითვალისწინებს, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა, ეკა ბესელიამ "პალიტრანიუსის" გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა. მისივე თქმით, დოკუმენტის მთავარი ხელმომწერები საქართველოს მოქალაქეები იქნებიან. ამავდროულად, ოპოზიციის ნაწილი სალომე ზურაბიშვილის გარშემო ალტერნატიული პოლიტიკური გაერთიანების მომხრეა. ხელისუფლების ოპონენტები ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ გადასადგმელი ნაბიჯების საჭიროებაზეც საუბრობენ.