ოპოზიციის კრიტიკის ფონზე, „ქართული ოცნება“ თვითმართველობის არჩევნებისთვის მზადებას იწყებს. თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ მის პარტიას საარჩევნო სამზადისი უკვე დაწყებული აქვს. კალაძე იმედოვნებს, რომ „ქართულ ოცნებას“ თვითმართველობის არჩევნებზე ძალიან დიდი მხარდაჭერა ექნება. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ. როდის აპირებს „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას და რას აცხადებენ ამ თემის შესახებ ოპოზიციის წევრები?