ევროპული საბჭოს სამიტი დაიწყო - სწორედ ამ წუთებში დასავლელი ლიდერები ევროპის უსაფრთხოებისა და რუსეთ-უკრაინის ომის დროულად დამთავრების პერსპექტივაზე მსჯელობენ. ისინი აცხადებენ, რომ მშვიდობის გზა უკრაინის კაპიტულაციაზე არ უნდა გადიოდეს. მათ ომში მყოფ ქვეყანას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს. კიდევ რა განცხადებები ვრცელდება ევროსაბჭოს სხდომაზე და რას ამბობს სამიტზე სპეციალური მიწვევით ჩასული ვოლოდიმირ ზელენსკი?