ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმის განხილვა 13 მარტს გადაიდო. სხდომაზე მხარეებმა სხვადასხვა შუამდგომლობით სასამართლოს მიმართეს, რომელთა ნაწილი მოსამართლე სალიხ შაინიძემ არ დააკმაყოფილა. მზია ამაღლობელის ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმეზე აუცილებლად უნდა გამოიკითხონ აჭარის პოლიციის მაღალჩინოსნები, გრიგოლ ბესელია და ირაკლი დგებუაძე. მათ მიაჩნიათ, რომ წარდგენილი ადმინისტრაციული ბრალდებით მზია ამაღლობელს უსაფუძვლოდ ედავებიან,. ამაღლობელის უფლებადამცველი აცხადებს,რომ არსებობს მტკიცებულება,რომლის მიხედვით , ჟურნალისტის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმე დაწყებულია ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით და სიმართლეს არ შეესაბამება”. თავის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გრიგოლ ბესელიას და ირაკლი დგებუაძის გამოკითხვას მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ.