საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში იმყოფება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და თურქმენეთის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართება, რომლის შემდეგ დარგობრივ უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები გაფორმდება. დღეს ირაკლი კობახიძეს თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდი მუჰამედოვი პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს.