დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ არ იბრძოლებს ნატო-ს იმ მოკავშირეებისთვის, რომლებიც თავდაცვაზე საკმარის თანხებს არ ხარჯავენ. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, თუ ამერიკა პრობლემის წინაშე აღმოჩნდება, არ არის დარწმუნებული, რომ ნატო-ს მოკავშირეები მის დასაცავად მზად იქნებიან. ამასთან დონალდ ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ ნატო-ს დატოვებას არ აპირებს. ტრამპი, ნატოს პოტენციურად კარგ ორგანიზაციად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ რაც ხდება ძალიან უსამართლოა.