გორში, პარკის ტერიტორიაზე, ხელოვნურ ტბაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს - Palitra News

გორში, პარკის ტერიტორიაზე, ხელოვნურ ტბაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

2025-03-07 10:08:57+04:00

გორში, კულტურისა და დასვენების პარკ „ახალბაღის“ ტერიტორიაზე მდებარე ხელოვნურ ტბაში ასაკოვანი მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დილიდან მიმდინარეობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

„ინტერპრესნიუსის“ წყაროს ცნობით, მამაკაცის ცხედარი იდენტიფიცირებულია და იგი 70 წელს გადაცილებული პირია.